მილიონებად შეფასებული სახელმწიფოს კუთვნილი ქონება ოლიგარქის ოჯახთან დაახლოებულ დეპუტატს. სამოქალაქო საზოგადოება კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. ვიქტორ სანიკიძისა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება ერთდროულად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა და შედეგი იდენტურია. კორუფციის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გარიგება კორუფციის ნიშნებს შეიცავს და მილიონერმა დეპუტატმა სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირების დამსახურებით მიიღო.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე
