უფასოდ ამუშავებდა მტვირთავად და მათხოვრობას აიძულებდა – ტრეფიკინგის ბრალდებით კაცი დააკავეს

ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს 54 წლის კაცი.
-ს ინფორმციით, ბრალდებული 44 წლის კაცს აიძულებდა, მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.
მაღაზიაში მუშაობის დასრულების შემდეგ კი თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ გზით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ითვისებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი