უფალო შემინდე- ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ – დოროთე ყურაშვილი

უფალო შემინდე- ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ – დოროთე ყურაშვილი
„მე რასაც ვაკეთებ, ღმერთო შემეწიე-მეთქი, არ ვამბობ, რატომ იცით? მე ვიცი, რომ ამას ქრისტე აკეთებს ჩემი ხელით, ქრისტე მაკეთებინებს, ვიცი და რასაც ქრისტე მაკეთებინებს, როგორ ვუთხრა დამეხმარეო? ის მაკეთებინებს“, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.
როგორც არქიმანდრიტი ამბობს, ის შენდობის ლოცვასაც არ ამბობს, რადგან არ ცოდავს. „ლოცვა არის სამგვარი: თხოვნითი, მადლიერებითი და დიდებისმეტყველებითი. თხოვნა არის, უფალო შემიწყალე, შემეწიე და ეს მომეცი, ის მომეცი – ეს ლოცვა არ მაქვს.
შემინდეც არ მაქვს, იმიტომ, რომ არ ვცოდავ. მე მაქვს ლოცვა, რომელიც არის შემეცნებითი, სადაც არის კითხვა. ფსალმუნსაც რომ ვკითხულობ, შემეცნებით ვკითხულობ. დავჯდები და ამ დავითის ფსალმუნები ზეპირად ვიცი, შინაარსს ვკითხულობ და რატომ, იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა: „შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ“. ერთმა დამიწერა დღეს, რომ იესოს ლოცვას როგორ არ ლოცულობ, „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – ამისი ეშინია ეშმაკსო და მე დავუწერე, ეშმაკს არ ეშინია ლოცვის, ილოცე რამდენიც გინდა, არც ერთი ლოცვის არ ეშინია. ეშმაკს ეშინია, რომ შენ ქრისტე არ შეიცნო. ლოცვა კი არა, ქრისტე გააცანით და ის ჩამოწერილი ლოცვები მერე ვასწავლოთ მრევლს,“ – აღნიშნა დოროთე ყურაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა