“უუუჭუჭუჭუჭუჭუჭუუუუ… არ დაუჯეროთ მეუფე იაკობს…” – რას წერს კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, სატირულ წერილს აქვეყნებს:
ბიძინა ივანიშვილის რეაქცია მეუფე იაკობის ქადაგებაზე:
უუუჭუჭუჭუჭუჭუჭუუუუ… არ დაუჯეროთ მეუფე იაკობს, უფლის მეორედ მოსვლა მეუფის მრევლმა და ქართულმა ეკლესიამ კი არა, მე გადავწიე!!!
გპირდებით!!! ,,გლობალური ომის პარტიასთან რუსეთს ომს მე მოვაგებინებ და ამერიკასა და ევროპასაც მე აღვუდგენ პირვანდელ სახეს, აი, ისეთს, თქვენ რომ მოგწონდათ… აღვუდგენ და თქვენ დაგიბრუნებთ!!! აბა, მე რა თავში ვიხლი ან ევროპას ან ამერიკას?! თქვენგან განსხვავებით, მე არც ამერიკა და არც ევროპა არასდროს არ მომწონდა, მე სულ ,,რუსკაია კუხნია” და ,,რუსკაია ბანია” მევასებოდა…

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!