,,უტა უკვე მომწიფებულია და მზად არის პოლიტიკისთვის, – ასე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი“ – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

,,უტა უკვე მომწიფებულია და მზად არის პოლიტიკისთვის, – ასე ფიქრობს “ – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.
–ბატონო ვალერი, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის რეზოლუციაში, ბიძინა ივანიშვილი მოხვდა როგორც რუსი ოლიგარქი, რომელიც ხელს უშლის საქარველოს ევროპასთან დაახლოებას.ეს არ იყო სუფთა პოლიტიკური სამიტი და სიმართლე გიხრათ, გამიკვირდა ბიძინა ივანიშვილის ხსენება. თქვენ რას იტყვით?
–მართალი გითხრათ, ამ კონფერენციაზე თუ ეს საკითხი გაიჟღერებდა, არც მე მეგონა. თუმცა, მას შემდეგ რაც ს პრეზიდენტი, პუტინი გააქტიურდა, ჩართულია ამერიკის არჩევნებში და ტრამპის გაპრეზიდენტებას პუტინი ღიად უჭერს მხარს, ბუნებრივია, ამას მოყვება შესაბამისი რეაქციები ამერიკაშიც და ევროპაშიც. ეს ალბათ, ანარეკლი იყო იმისა, რა მოვლენებიც ახლა პუტინსა და ტრამპს შორის ვითარდება. ევროპა აფიქსირებს პოზიციას–ჩვენ ვიცით ყველაფერი, საქართველო არის მიბმული რუსეთზე, საქართველოს ხელისუფალი კრემლის პოლიტიკის გამტარებელია და ვიდრე ეს ასე იქნება, ევროპა საქართველოს დაშორდება.
–რაც ითქვა, ეს იმის ხაზგასმა იყო, რომ ერთადერთი ფაქტორი,რომელიც ევროპას საქართველოს აშორებს, ეს ბიძინა ივანიშვილია და უნდა ვიგულისხმოთ, რომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს მის გასანაიტრალებლად? მის ხელთ არსებული ბერკეტების შესაზღუდად, რომ არჩევნები ვერ გააყალბოს?
–პერსონა ბიძინა ივანიშვილის გარდა, არის კრემლის მართული ბიძინა ივანიშვილი. ორმაგი დატვირთვა აქვს იმას, რაც მიუნხენის კონფერენციაზე გაცხადდა. ეს არის, ალბათ, ჟურნალი და ვფიქრობ, დიდი და საინტერესო ფილმი, წინ გველის და მალე ვიხილავთ. მე მოლოდინი მაქვს, რომ ამ განცხადებას და ზოგადად, დასავლეთის ბოლოდროინდელ რეაქციებს ივანიშვილის მიმართ, მისი დასანქცირება მოჰყვება და ეს იქნება არჩევნებამდე.
–ისეთ სიტუაციას შეუქმნიან, რომ სხვა გზა აღარ დაუტოვონ გარდა იმისა, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, რომელსაც „ქართული ოცნება“ წააგებს და კოალიციურ მმართველობას შექმნის ოპოზიცია?
–კი, არ დაუტოვებენ სხვა არჩევანს. ნამდვილად არ მგონია, რომ ამერიკა და ევროპა რაიმეზე თვალს ხუჭავდნენ და არ იცოდნენ წინასწარ, რას აპირებს. ივანიშვილი აპირებს არჩევნების გაყალბებას და ეს ორივემ კარგად იცის. არ მიიყვანენ გაყალბების პროცესამდე საქმეს, ამას არ დაანებებენ. მანამდე მოუმთავრებენ მაგ საქმეს. დაასანქცირებენ და დამთავრდება გაყალბებაზე ლაპარაკიც კი.
–მართალი ბრძანდებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას აპირებს და ძველს თავი დავანებოთ, ოპოზიციას ცსკო–ს თავმჯდომარის ერთადერთი მოადგილე ჰყავდა და ეს კვოტაც გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“.
–ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი განაცხადია, რომ ივანიშვილი არჩევნებს უკვე აყალბებს, ეს პროცესი დაწყებული აქვს. თან ეს განაცხადი არის თავხედური. პირდაპირ გვეუბნება ეს კაცი, რა ამერიკა, რის ევროპა, რა თავისუფალი არჩევნები, ერთი სული მაქვს გავაყალბო არჩევნები და ხელში დავიჭირო ცსკო–ს საბოლოო ოქმი, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება გამარჯვებული და უფლება მიეცემა, დააკომპლექტოს პარლამენტიო. ეს არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“პროგრამა მინიმუმი და მათ აქვთ უფრო თავხედური პროგრამა მაქსიმუმი, რომ ისე უნამუსოდ გააყალბონ არჩევნები, რომ საკონსტიტიტუციო უმრავლესობით დარჩნენ ხელისუფლებაში. დააკვირდი „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათი მომხრეების განცხადებებს, ასეთი დიდი მხრდაჭერა არასდროს ჰქონიათ. ხალხს აგუებენ, რომ გავაყალბებთ არჩევნებს და ხმა არ უნდა ამოიღოთო. რა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა გაყალბება, რა სისულელეა ეს. ყველაფერი უნდა დამთავრდეს არჩევნებამდე–ბიძინა ივანიშვილს დასანქცირებით გაყალბების სურვილი უნდა გაუქრონ და ჩაატარებინონ თავისუფალი არჩევნები.
–არჩევნებამდე თუ დაასანქცირეს ივანიშვილი, მე ვფიქრობ, მაშინ უნდა ველოდოთ საზოგადოების ნაწილის შესაბამის რეაქციას. სანქცირებულ მმართველს ხალხი ვერ მოითმენს და ხალხი გამოვაქუჩაში, არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდება?
–მე მგონია, დასანქცირების კვალდაკვალ, ევროპა ჩვენ მოგვცემს იმპულსებს, რომ ხალხმა გაიგოს, რა უნდა გააკეთოს. მარტო რეზოლუციები არ არის საკმარისი, როგორც ჩანს. მოქმედებებია საჭირო და ეს მოქმედებებია სანქციები. სანქციები არა მარტო ერთ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მის ე.წ. გარემოცვაზე, ვინც რუსულ პროპაგანდას ეწევიან, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან ივანიშვილის დავალებით თუ მასთან შეთანხმებით. ეს რომ გაკეთდება, მერე მათი აქტიურობაც შეწყდება. ბევრი, ვინც ამ საქმეებშია ჩართული, ივანიშვილს უგანებს, განსაკუთრებით, ბიზნესმენები და თავისა და ქონების გადარჩენას შეეცდებიან.
–თუ ივანიშვილი დაასანქცირეს, „ქართულ ოცნებას“ ექნება ფული არჩევნების გასაყალბებლად?
–ექნებათ, ყველა კი არ გაიქცევა. ბევრი ბიზნესმენი შესწირავს ფულს და ბევრს დაიბარებენ და მიატანინებენ. ,,ოცნების“ ფრთებქვეშ რამდენი ბიზნესმენია? რამდენი უქონელი გახდა მულტიმილიონერი? ეს ხალხი მიიტანს პარტიაში ფულს და ვინც ნებით არ მიიტანს, მიატანინებენ. თან, ათეულობით მილიონი ლარი ამ ბიზნესმენებს უკვე გადარიცხული აქვთ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. თუ ისე წავიდა საქმე, რომ ევროპამ და ამერიკამ ის ბიზნესმენებიც დაასანქცირა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ დააფინანსებენ, აი, მერე ვნახოთ ბურთი და მოედანი.
–შეიძლება აქამდე მივიდეს საქმე?
–როგორ არ შეიძლება. არჩევნებს ერთი კაცი ხომ არ აყალბებს, ხელისუფლება აყალბებს და დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. გაყალბების ერთ–ერთი მექანიზმია კორუფციული ფული, რომელსაც პარტიას სწირავენ და სრულიადმოსალოდნელია, შემომწირველები დაასანქცირონ.
–მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი მემკვიდრეს ამზადებს შვილს, უტა ივანიშვილს. რა ხდება, ჰაერში დაფრინავს ივანიშვილი? სანქციების მოლოდინშია, ხელისუფლება ხელიდან ეცლება და ამ დროს შვილს ამზადებს მემკვიდრედ?
–ჰაერში კი არ დაფრინავს, აგერ, იგივე მოხდა აზერბაიჯანში? ილხამ ალიევი მამამისმა, ჰეიდარ ალიევმა არ დატოვე მემკვიდრედ? და ილხამ ალიევი შვილს არ სტოვებს მემკვიდრედ? საქართველო განსხვავდება აზერბაიჯანისგან ბევრი რამით. რელიგია, კულტურა, ფასეულობები… აზერბაიჯანი არასდროს არ ყოფილა თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. კომუნისტების დროსაც, თავისუფლების ხარისხი საქართველოში ბევრად მეტი იყო, ვიდრე აზერბაიჯანში. არც დისიდენტური მოძრაობა ყოფილა აზერბაიჯანში, რა შედარებაა, ჩვენზე ბევრად მორჩილი ხალხია. საქართველომ ბრძოლის, სისხლის ფასად შესძლო თავისუფლების მოპოვება და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, რაც აზერბაიჯანში არ მომხდარა. შიგა და შიგ გამოჩნდებიან–ხოლმე ადამიანები, რომლებიც ხელყოფენ ამ დემოკრატიულ ინსტიტიტუტებს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ბოლოს ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ცა და დედამიწაა ქართული და აზერბაიჯანული მენტალობა. 2011 წელს, როდესაც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე და გამოაქვეყნა წერილი, მაშინ თქვა, რომ ჩემმა შვილმა მაიძულა პოლიტიკაში მოსვლა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მაშინ ჩავთვალე, რომ ჯერ ადრე იყო უტასთვის პოლიტიკა, მომწიფება სჭირდებოდა და მე ავიღე ჩემს თავზე ეს ტვირთიო. ეს იყო 12 წლის წინ და 12 წლის შემდეგ უკვე მომწიფებულია და მზად არის უტა პოლიტიკისთვის, ასე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ვერ გაბედა შვილის პოლიტიკაში მოყვანა, რომ მას ებრძოლა ხელისუფლებისვის, რადგან სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან მყარი და სტაბილური იყო. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეძლო ამ ხელისუფლების მორყევა და ეს შესძლო „ციხის კადრების“ ხარჯზე. მეტი რა გითხრა, აბა? ხელისუფლებას რაც მეტის უფლებას მისცემს, უფრო მეტად გავა თავს და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, შვილი მემკვიდრედ დატოვოს, ამის ნათელი მაგალითია. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ივანიშვილს ჯერ თავი და ხელისუფლება აქვს გადასარჩენი და თუ გადარჩა, რაც ძალიან მეეჭვება, მერე შეეძლება მემკვიდრეზე ფიქრი.

ასევე დაგაინტერესებთ