“უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი” – ახალი დეტალები

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში. ისან­ში, “არ­ქის” კორ­პუ­სის ეზო­ში სამი ადა­მი­ა­ნი, დედა, მამა და შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა იყო.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც კორ­პუს­ში ბინა ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნი­სას არ­ცერთ მათ­განს არ უყ­ვი­რია.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და ის დე­ტა­ლიც, რომ პო­ლი­ცი­ამ გარ­დაც­ვლი­ლი კა­ცის ტან­საც­მელ­ში წე­რი­ლი იპო­ვა, რო­მე­ლიც რუ­სულ ენა­ზე იყო და­წე­რი­ლი, ში­ნა­არ­სით: “ჩვენ არ ვართ მორ­წმუ­ნე­ე­ბი და რაც დაგ­ვე­მარ­თა, ჩვე­ნი ბრა­ლი­აო”.

შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე მოხ­და, იმ დროს, როცა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ეძი­ნა. თუმ­ცა ძირს და­ცე­მის ხმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ თით­ქმის ყვე­ლამ გა­ი­გო. გა­რეთ გა­მო­სუ­ლებს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ. მა­მა­კა­ცი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, პულ­სი ესინ­ჯე­ბო­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მოს­ვლი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

შემ­ზა­რა­ვი ამ­ბის შე­სა­ხებ ამის მეტი დე­ტა­ლი ბოლო ორ დღე­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იწე­რე­ბა უამ­რა­ვი ვერ­სია, თუმ­ცა რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ვი­და:

“გვი­ან ვი­ძი­ნებ ხოლ­მე და იმ ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით 3-ის 20 წუთი იქ­ნე­ბო­და, აბ­სო­ლუ­ტურ სი­ჩუ­მე­ში ხმა­ურ­მა მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, სა­ში­ნე­ლი ხმა იყო. სამ­ზა­რე­უ­ლოს ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, ჩვე­ნი კორ­პუ­სი­დან სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას ხომ არ ყრიდ­ნენ (მსგავ­სი რამ ხში­რად ხდე­ბა), მაგ­რამ რო­დე­საც ფან­ჯრი­დან გა­და­ვი­ხე­დე, სულ სხვა სუ­რა­თი დამ­ხვდა – “არ­ქის” კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან ადა­მი­ა­ნის სი­ლუ­ე­ტის ვარ­დნა და­ვი­ნა­ხე, რომ და­ვაკ­ვირ­დი, მა­მა­კა­ცი იყო, ამას მოჰ­ყვა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი (ქალი), შემ­დეგ პარ­კი და­ბო­ლოს – ბავ­შვი. მე­გო­ნა, რა­ღაც მეჩ­ვე­ნე­ბო­და, კარ­გად რომ გა­მერ­კვია, ოთა­ხის ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი და ვხე­დავ, რომ მე­ო­თხე – პა­ტა­რა ბავ­შვი (მო­ზარ­დი) ვარ­დე­ბა. არა­ნორ­მა­ლუ­რი სის­წრა­ფით ჩა­ვე­დი ეზო­ში, მი­ვე­დი ცხედ­რებ­თან, მე­გო­ნა, ცო­ცხლებს მი­ვუს­წრებ­დი.

მა­მა­კაცს პულ­სი გა­ვუ­სინ­ჯე, რო­მე­ლიც და­ნარ­ჩენ ცხედ­რებ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ისი­ნი ძა­ლი­ან იყ­ვნენ და­ზი­ა­ნე­ბულ­ნი, სა­ხით ბე­ტონ­ზე ეყარ­ნენ. კაცს პულ­სი ჰქონ­და, მე­გო­ნა მო­მეჩ­ვე­ნა, რად­გან 22-ე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ავ­ტე­ხე ის­ტე­რი­უ­ლი ყვი­რი­ლი, ყვი­რილ­ზე სა­მე­ზობ­ლოს ქვე­და სარ­თუ­ლე­ბი­დან გა­მო­ი­ხე­დეს.

იქამ­დე, ვიდ­რე სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია არ მო­ვი­და, ად­გი­ლი­დან არ წავ­სულ­ვარ, შოკ­ში ვი­ყა­ვი. ბავ­შვის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­ნა­ხავს, პირ­ქვე ეგდო. მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე ცო­ცხა­ლი იყო და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ვარ­დნის დროს ხმა არ გა­მი­გია სა­ერ­თოდ – არც კი­ვი­ლი, არც ღრი­ა­ლი, არა­ნა­ი­რი ხმა, რა­ღაც უსუ­ლო საგ­ნე­ბის გად­მოყ­რას ჰგავ­და.

ამან და­მა­ეჭ­ვა, ადა­მი­ა­ნებს ყრიდ­ნენ, თუ ნივ­თებს. ეს პარ­კიც სა­ეჭ­ვოდ მო­მეჩ­ვე­ნა. თა­ვი­დან სუ­ი­ცი­დის ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, იმა­საც, რომ ბავ­შვი გად­მო­ვარ­და და მშობ­ლე­ბი გად­მოჰ­ყვნენ, მაგ­რამ პარ­კი რად უნ­დო­დათ? თან პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი გად­მო­ვარ­და. მა­მა­კა­ცის გვა­მი კორ­პუ­სი­დან მო­შო­რე­ბით ეგდო… როცა სუ­ი­ციდს აქვს ად­გი­ლი, ადა­მი­ა­ნი ნივ­თებ­ზე აღარ ფიქ­რობს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით გა­მიჩ­ნდა ეჭვი, რომ ისი­ნი გად­მო­ყა­რეს. თა­ვი­დან სი­მაღ­ლის დად­გე­ნა გა­მი­ჭირ­და, მე-20-ე სარ­თულს ვვა­რა­უ­დობ­დი, მაგ­რამ მერე 22-ე აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც გა­ვი­გე, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და მკვლე­ლო­ბით. პო­ლი­ცია როცა მო­ვი­და, გა­ირ­კვა, რომ კარი გა­რე­დან იყო და­კე­ტი­ლი. ეს კორ­პუ­სი ისეა და­ცუ­ლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამის გამ­კე­თებ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი დას­წავ­ლი­ლი და წი­ნას­წარ ჰქონ­დათ გათ­ვლი­ლი. მათი ქვე­და სარ­თუ­ლის მე­ზობ­ლე­ბი როცა დაჰ­კი­თხეს (ინ­დო­ე­ლე­ბი არი­ან), თქვეს, რომ ჩხუ­ბის ხმა გა­ი­გო­ნეს და მე ის გა­მიკ­ვირ­და, არა­ვინ 112-ში რომ არ და­რე­კა. მერე ეს ჩხუ­ბი ჩა­წყნა­რე­ბუ­ლა. სხვა­თა შო­რის, ქალს ხე­ლებ­ზე ჰქონ­და ჭრი­ლო­ბე­ბი, ნა­ი­ა­რე­ვე­ბი და მკერ­დი­დან წე­ლამ­დე გვერ­დი გა­მო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და, არ ვიცი, ეს ვარ­დნამ გა­მო­იწ­ვია, თუ მა­ნამ­დე და­ა­ზი­ა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბამ რუ­სულ ენა­ზე და­წე­რი­ლი წე­რი­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც ეწე­რა: ჩვენ არ ვართ მორ­წმუ­ნე­ე­ბი და რაც დაგ­ვე­მარ­თა, ჩვე­ნი ბრა­ლია. ნა­ნა­ხით დღემ­დე შოკ­ში ვარ“, – გვე­უბ­ნე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

-ში თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ “მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სუ­ი­ცი­დის ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა სხვა ვერ­სი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა”. და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი უწყე­ბა­ში ამ დრომ­დე არ კეთ­დე­ბა. ასე­ვე არ არის ცნო­ბი­ლი, რა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე.

წყარო