დრამატულ დაპირისპირებად ქცეული გამოსახლება დღეს კეკელიძის ქუჩაზე დილის საათებში დაიწყო. ოჯახი, რომელიც ინფორმირებული იყო აღსრულების პოლიციის ვიზიტის შესახებ, საცხოვრებელში წინასწარ გამაგრდა და პოლიციას შენობაში შესაღწევად სპეცტექნიკაც კი დასჭირდა. ამ ქმედებებმა ადგილობრივი მოსხლეობის და ხატიაშვილების მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია და პროცესი რამდენჯერმე პოლიციელებისა და მოქალაქეები დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
სულ ადგილზე 20 ადამიანი დააკავეს – მათ შორის ჟურნალისტებიც. მათი დიდი ნაწილი გათავისუფლებულია, ნაწილის სასამართლო კი ამ წუთებში მიმდინარეობს. ხმაურიანი დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ ჩვენი კოლეგებიც, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი