,,უსაქმურობა ქვია ამას: მთელი გზა მომდევდა ეკიპაჟი, რომელშიც 6 პოლიციელი იჯდა“ – ხატია დეკანოიძე –

ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,უსაქმურობა ქვია ამას:
მთელი გზა მომდევდა ეკიპაჟი, რომელშიც 6 პოლიციელი იჯდა.
ცნობილი დამნაშავესავით, რუსთაველზე წინ ჩამიდგა მეორე ეკიპაჟი და უკან მომადგა პირველი. ალბათ, ეგონათ გავიქცეოდი.
გამომართვეს მართვის მოწმობა, უნდა გადავამოწმოთ ამ მანქანას ვინ მართავსო.
ჩემს კითხვაზე – რა დავარღვიე, არაფერი, უფლება გვაქვს გაგაჩეროთო.
დაბრუნდნენ ჯარიმის ქვითრით.
ამხელა რესურსს ხარჯავენ, ჩვენს ფულს.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული