უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის — სუსი „ჰავანის სინდრომზე“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, „ჰავანის სინდრომით“ ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ.
სუსი აცხადებს, რომ მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას.
„ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სუსი სამწუხაროს უწოდებს, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, „საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის“.
„აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, — აცხადებს სუსი.
The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“, რის შესახებაც წლებია საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები, ს სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია და მისი ერთი შემთხვევა თბილისში, ამერიკელი დიპლომატის ოჯახშიც დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ჯანდიერი: ყველას აქვს უფლება გამოთქვამდეს, აღიარებდეს ან მხარს უჭერდეს ამა თუ იმ მოსაზრებას. უბედურება იწყება მაშინ, როდესაც რაიმე იდეა, მსოფლმხედველობა ან რომელიმე იდეოლოგია იწყებს გატოტალურებას

საბა ბუაძე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები – ვურჩევ, დაიწყოს კახა კალაძით