უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის – „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია

გაეროს უსაფრთხოების მე-8 გლობალური კვირეულის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოში 12-18 მაისს აღინიშნება, თბილისში კონფერენცია გაიმართა. მთავარი მიზანი მულტისექტორული თანამშრომლობით ინკლუზიური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის განვითარების ხელშეწყობა იყო.

ღონისძიება „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარს საქართველოს“ მხარდაჭერით,  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციის პარტნიორი საქართველოში გაეროს მუდმივი  წარმომადგენლობა იყო.

უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის, ეკომოგობრული ტრანსპორტის განვითარება, უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტები – ეს იყო თემები, რომლებზედაც კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს. მომხსენებლებს შორის იყო „ს“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე. კომპანიამ უსაფრთხოება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. „“ წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს, რათა ხელი შეუწყოს საგზაო უსაფრთხოების დაცვას.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია.  ზრუნვა მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის ავტომომსახურება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ეს პასუხისმგებლობა „თეგეტამ“ 30 წლის წინათ აიღო და ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დღემდე ამ პრინციპების ერთგულია.

მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი ხედვებისა და მიზნების შესახებ კონფერენციაზე მესაუბრა. მჯერა, რომ გლობალურ კვირეულში ჩართულობით შევძლებთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, რათა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ“.

კონფერენციაზე განიხილეს ასევე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და თბილისის ურბანული განვითარების ინიციატივები.

ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე:

„სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება არასახარბიელოა – წლის განმავლობაში გზებზე 450-მდე ადამიანი იღუპება. არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად კი მულტისექტორული თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში კერძო ბიზნესი აქტიურად ჩაერთო პროცესში. მინდა აღვნიშნი „“, კომპანია, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოებისთვის. 

 

ნაბიჯები, რომლებსაც კერძო და საჯარო სექტორები გადადგამენ უნდა ემსახურებოდეს უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვასა და საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის შეცვლას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევისას პირველადი სამედიცინო დახმარების დროულ და კვალიფიციურ უზრუნველყოფას. სწორედ ერთიანი ძალისხმევით, სექტორული თანამშრომლობით შეგვიძლია დავძლიოთ გამოწვევები და გზა უსაფრთო გავხადოთ.“

კონფერენციას ტრანსპორტის, ეკომობილობისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და  საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები დაესწრნენ.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით მიისწრაფოდნენ ორგანიზაციის გლობალური მიზნების შესრულებისკენ. ამ შემთხვევაში, გაეროს გლობალური მიზანია, 2030 წლისთვის გზებზე მსხვერპლის რაოდენობა 50%-ით შემცირდეს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.