“უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე” – კამათი ოვალურ კაბინეტში

ოვალურ კაბინეტში კამათია – ცოტა ხნის წინ, ამერიკის პრეზიდეტმა უკრაინის პრეზიდენტს სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, “თქვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია”… “რომ არა ამერიკის აღჭურვილობა, 2 კვირაში დამთავრდებოდა ომი”…

ზელენსკი: მე ეს პუტინისგან მსმენია, 3 დღეში დამთავრდებაო იგი ამბობდა.

[…]

ტრამპი: მე არ მაქვს ვალდებულება, მაგრამ ჩვენ შევედით ამ მოლაპარაკების პროცესში, ომი რომ არ ყოფილიყო, ეს მოლაპარაკებები არ იქნებოდა და ომიც არ იქნებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი.

ზელენსკი: ჩემი მთავარი საზრუნავი არის რომ შეწყდეს ომი. ახლა გვჭირდება შტატების მხრიდან უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი. საჰაერო თადვაცვის სისტემები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ ეს ჩვენ არ გვექნება პუტინი არასდროს არ გაჩერდება. (სინქრონული თარგმანი)