უსამშობლოთა” გასაგონად: ,,ოცნებამ” ,,ოცნების ქალაქელებს” ოცნება რეალობად უქცია!!!

„დიფ სთეითის“ აგენტების ყურით მოსასმენად ვიტყვი: იმ დამადლებული მილიარდებით, რევოლუციების მოწყობის მცდელობის სანაცვლოდ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ რამე მსგავსი გეკეთებინათ ასე არ დარჩებოდით „ორიენტაცია არეულები“ და „გასკანდალებულები“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე, რითაც ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებას ეხმიანება.
მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას ადამიანებისთვის ოცნებების ასრულება მოაქვს. „რა მოაქვს მშვიდობას და სტაბილურობას? – ადამიანური ოცნებების ასრულება!!! 6250 ადამიანს, 1600 ოჯახს, 1785 ბავშვს უსაფრთხო ჭერქვეშ ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა.
,,უსამშობლოთა” ყურის გასაგონად: ,,ოცნებამ” ,,ოცნების ქალაქელებს” ოცნება რეალობად უქცია!!! მადლობა ხელისუფალს ამ შესაძლებლობისთვის! მადლობა აჭარის მთავრობას ამ კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის! მადლობა აჭარის ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების გუნდს, რომელმაც თვეები გაატარა აქ მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ერთად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებულიყო! ისევ „დიფ სთეითის“ აგენტების ყურით მოსასმენად ვიტყვი: იმ დამადლებული მილიარდებით, რევოლუციების მოწყობის მცდელობის სანაცვლოდ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ რამე მსგავსი გეკეთებინათ ასე არ დარჩებოდით „ორიენტაცია არეულები” და „გასკანდალებულები”. თუმცა თქვენი აშენებული „დევნილთა“ დასახლებებიც გვახსოვს, პირველივე წვიმასა და ქარში უსახურავოდ დარჩენილები და აშენებიდან რამდენიმე თვეში იატაკ ჩავარდნილები. (ალბათ მოვა დრო ამ მავნებლობების გამოსაძიებლადაც). ჩვენ მოვიპოვებთ სიმშვიდეს. შენების ჟამი დაუდგა ჩვენს ქვეყანას,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს