უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს

უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს
უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დან ბრანისლავ ონდრუში.
„უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს. რაც ყველაზე მთავარია, ევროპული ინსტიტუტებიდან წამოსული კრიტიკა არ ითვალისწინებს საქართველოში უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საბაზისო პირობებსა და საჭიროებებს. ბრიუსელში ჩემი კოლეგები თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს არ სთავაზობს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არანაირ გარანტიებს, რაც დააბალანსებდა რუსეთთან საქართველოს მტრული ურთიერთობის რისკებსა და უარყოფით ეფექტებს.
უფრო მეტიც, ისინი სრულად აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ როდესაც საქართველოს თავს დაესხა, ევროკავშირმა მის დასაცავად არაფერი მოიმოქმედა. ევროკავშირმა არანაირი რეალური სანქციები არ დააწესა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებიც კი არ გაწყვიტა, პირიქით, მან მოსკოვთან ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობა განავითარა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. შესაბამისად, საქართველოს რუსეთთან დაახლოებაში დადანაშაულება აბსურდია!“ -აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში

10 წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი