“უსაზღვრო რწმენა და ურყევი ერთგულება” – სომხური დესანტი და მარში თბილისში

Armsport-ის ცნობით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ მეტოქე გუნდის ქომაგები მარშს მოაწყობენ.
გამოცემა იტყობინება, რომ მარშის ორგანიზატორი სომხური FAF Ultras-ია, რომელმაც განცხადება გაავრცელა: „ძვირფასო გულშემატკივრებო, რომლებიც თბილისში გაემგზავრებით – მსვლელობა მეტროს სადგურ წერეთლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ჩვენ 23 მარტს 15:00 საათიდან შევიკრიბებით და ქალაქის ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით მსვლელობა დაიწყება.
თან იქონიეთ სამფეროვანი დროშები და ეროვნული გუნდის ატრიბუტიკა. მოდით, ორგანიზებულად დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს მხარი თბილისში. უსაზღვრო რწმენა და ურყევი ერთგულება“.
აღნიშნულია, რომ ფანების პირველი ჯგუფი უკვე
გამოემგზავრა საქართველოს დედაქალაქში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში