უსაზღვრო “კვარათამასა” – ის, რაც ხვიჩას უკავშირდება

ერთია, იყო დიდი ფეხბურთელი და მეორე, გარკვეული იღბალი თუ უიღბლობა გიკავშირდებოდეს. ს საჭირო დროსა და ადგილას მოხვედრასა და შემდეგ მის მიერ ამ სიტუაციასთან იდეალურად შერწყმაზე გვითქვამს, ახლა კი, საკონტინენტთაშორისო თასის მოგების შემდეგ, გარკვეული ასპექტები მეტად გამოიკვეთა.
არსებობენ ფეხბურთელები, ფინალებში გამარჯვება მათთვის გადაულახავი ბარიერი რომ გამხდარა; გვინახავს ისიც, ამა თუ იმ ვარსკვლავ შემტევს გადამწყვეტ დაპირისპირებებში გოლი რომ ვერაფრით გააქვს და ისიც, ვიღაცის გატანა მისი გუნდის ლამის წაგებას რომ ნიშნავს. და როგორია “კვარა”? – მთავარ დაპირისპირებებში, სადაც გაზრდილი ყურადღებაა, გატანას შეეჩვია(ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გოლის ხსენებაც შეგვიძლია), საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში კი ხვიჩას გოლი საერთოდ საბოლოო შედეგის დიდწილად განმსაზღვრელი გახდა. არის კიდევ ერთი ამბავი, თუკი კვარაცხელიას გააქვს, მისი გუნდი როგორც წესი, იგებს. “კვარას” აურა ისევ უნდა ვახსენოთ.
“კვარას” აურამ დაიმსახურა ის ზღვა ემოციები, ეს ბიჭი ყოველწლიურად რომ იღებს. ს ცხოვრების წესი განაპირობებს, ქართულ ფეხბურთში ძალიან მაღლა რომ დადგა და თვით ქართული ფეხბურთიც რომ აამაღლა.
2025 წელი ხვიჩა კვარაცხელიასთვის განსკაუთრებულად წარმატებული იყო და როგორც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, უალტერნატივოა. ასეთი წარმატებული პერიოდის შემდეგ მოტივაციას ისევ რომ შეინარჩუნებს, ესეც ვიცით, “კვარათამასა” უსაზღვროა!..
რა სჭირს “ვილიარეალს”? – მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება – ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? – გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
თურქების მეტოქეები გაირკვა – რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად…
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }