ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციის კანდიდატმა, იამანდუ ორსიმ გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ურუგვაიში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იამანდუ ორსიმ ამომრჩეველთა ხმების 49.81% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მმართველი კოალიციის კანდიდატმა, ალვარო დელგადომ 45,90% დააგროვა.
„თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა“, – განაცხადა ორსიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
57 წლის იამანდუ ორსი ყოფილი მასწავლებელი და ქალაქ კანელონესის ყოფილი მერია.