“ურტყით გვარამიას და სააკაშვილს! ფიზიკურ დარტყმას არ ვგულისხმობ…” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, :
რეჟიმის ცვლილებამდე, ამ ქვეყანაში, ადამიანის სიცოცხლის ფასი არ გაიზრდება.
რეჟიმის ცვლილებამდე, ამ ქვეყანაში, სახელმწიფო სისტემა ერთი კაცის და მისი გარემოცვის სამსახურში იქნება.
განცდა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც სასტიკად აყროლდა, საყოველთაოა – ქვეყანა კრიზისშია და ამას მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა გრძნობს.
უმრავლესობისთვის ისიც ნათელია, რომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი ს რეჟიმია.
როგორ შეიძლება გადაწყდეს კრიზისი, რომელიც რეჟიმის მიერ ქვეყნის საგარეო კურსის და შესაბამისად, ეროვნული ინტერესების აშკარა ღალატმა შექმნა?
❗️რეჟიმი ასადივით მოიქცეს და წინააღმდეგობა რეპრესიებით ჩაახშოს – დახოცოს ასობით და დაიჭიროს ათასობით ადამიანი.
რეჟიმმა სცადა კიდეც რეპრესიებით პროტესტის ჩახშობა, მაგრამ ისიც დაინახა, რომ სისასტიკეს მხოლოდ კრიზისის გამძაფრების განცდა მოაქვს, მეტ ადამიანს აუცხოვებს სტატუს კვოსგან, რეჟიმის რბილ ქსოვილებს შლის – ამის მაგალითები მრავლად ვნახეთ.
ერთია, როცა შენ ანტიდემოკრატიულ კანონებს უხუჭავ თვალს და სტატუს კვოს ეგუები, მეორე როდესაც შენი ოჯახის ახლობელს სასტიკად უსწორდებიან და სისასტიკე უნდა გაამართლო – აქ ივანიშვილს პრობლემა აქვს:
ა) ნავთობით ეს ქვეყანა არავის დაუწყევლია, რომ ნავთობდოლარებით ჩაახშოს უკმაყოფილება;
ბ) არც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ეყოფა საყრდენის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ან ს ეკონომიკა ჩამოიშლება შემდეგ 6 თვეში, ანაც სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთს სანქციების ნაწილს მოხსნიან და ივანიშვილის როლი გაუფასურდება.
❗️რეჟიმი ძალადობრივად დაემხოს
არც ეს სცენარი გამოიყურება ამ ეტაპზე რეალისტურად – ძალადობრივი რევოლუციის წინაპირობები არ ჩანს.
პროტესტი გრძელდება, მაგრამ ყველა მისი მახასიათებლით, ის ცალსახად და ხაზგასმით მშვიდობიანია.
ეს არ ნიშნავს, რომ კრიზისი თუ დამძიმდა და რეჟიმს ეკონომიკური უპირატესობაც წაერთვა (მაგალითად, რუსეთს სანქციების გვერდის ავლა აღარ დასჭირდა და ომის ალაფი შეუმცირდათ), პროტესტიც უფრო რადიკალური არ გახდება, მაგრამ ამ ეტაპზე ძალადობრივი დამხობის პოტენციალს პროტესტი არ ატარებს.
❗️მოლაპარაკებების გზით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
ამის საჭიროებას ივანიშვილი დაინახავს მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ:
ა) რეპრესიებით კრიზისს ვერ აგვარებს;
ბ) ივანიშვილის საყრდენი კარგავს რწმენას, რომ ივანიშვილს მის მიერ შექმნილი კრიზისის მოგვარება შეუძლია, თავის გადარჩენას იწყებს და სტატუს კვო დომინოს პრინციპით იშლება.
ამ შემთხვევაში, ალბათობა მაღალია ივანიშვილი ჩათრევას და კადაფის ბედს, ჩაყოლას ამჯობინებს და გარანტიებზე მოლაპარაკებებს იწყებს, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების სანაცვლოდ – ახლაც, როდესაც ახალ არჩევნებზე ვსაუბრობ, მე ძალაუფლების გადაბარებას ვგულისხმობ და არაფერს სხვას.
—–
გასული ორი წლის საპროტესტო დინამიკამ და კონკრეტულად ამ საპროტესტო ფაზამ დამარწმუნა, რომ მესამე სცენარი, გარდა სასურველისა, ყველაზე რეალისტურია.
სტატუს კვოს ამომრჩეველი ჩამოშლადია – სწორედ სტატუს კვოს ამომრჩეველი დაგვეხმარება ივანიშვილის დარწმუნებაში, რომ უსაფრთხო ეგზიტი ეძებოს.
ამ გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის მეინსტრიმ ოპოზიცია.
ერთადერთი დაბრკოლება, რაც სტატუს კვოს ჩამოშლას ხელს უშლის არის ალტერნატივის სრული სიფარჩაკე და უხარისხობა.
მაგრამ ეს დაბრკოლება იოლად გადალახვადია, თუ პროტესტი შეძლებს მეინსტრიმ ოპოზიციის დემონტაჟს და მოსუფთავებულ, თანასწორ ველზე დაიწყება ალტერნატიულ მომავალზე მსჯელობა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვისაც ამ ქვეყნის წინსვლა გინდათ, უკეთესი ალტერნატივისთვის იბრძოლეთ და ურტყით ყველას, ვინც უკეთეს ალტერნატივას წინ ეღობება თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვით.
ურტყით ყველას, ვინც ტელემედია სივრცეს დისკუსიისთვის ზღუდავს იმ მიზნით, რომ მისი უხარისხო პროდუქცია შემოგასაღოთ – ურტყით ხაზარაძეს❗️, რომელმაც მთლიანად ჩაკეტა ტვ პირველი თავისი უნიჭო მინიონებისთვის და ხალხისთვის უკეთეს ალტერნატივას გასაქანს არ აძლევს! (პირადად ხაზარაძის ჩაკეტილია, არავინ დაგოიმდეთ თავს რომ გაიგიჟებს! გატყუებთ – ლიჩნად მისი ჩაკეტილია)
ურტყით გვარამიას და სააკაშვილს ❗️, იქამდე, სანამ მათი მედია არსებობს და ქართველი ხალხისთვის უკეთესი არჩევანის წართმევას ემსახურება! (არავინ დაიჯეროთ, რომ პირდადად მათი ჩაეკეტილი არაა)
❗️კეზერაშვილის გასვლა ფორმულას დაეტყო (ახალ პატრონამდე) და ნორმალურად იქცევა.
ურტყით ყველა პოლიტიკოსს, რომელის თავისუფალ დისკუსიას და დებატებს, ქართველების უკეთეს მომავალზე კამათს თავს არიდებს, იმიტომ რომ შინაარსი არ გააჩნია და საკუთარ უნიჭობას უშინაარსო „ერთობის“ განზრახვით ამართლებს.
🛑(ფიზიკურ დარტყმას არ ვგულისხმობ და არ დამბლოკო ფეისბუქო, როგორც გჩვევია, ძალადობის წახალისებისთვის)
დამიჯერეთ, რომ ერთადერთი, რაც რეჟიმის მარცხს ხელს უშლის – უხარისხო ალტერნატივაა და ხარისხის გაზრდა იმაზე იოლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
პოლიტიკური ალტერნატივის ხარისხის გაზრდას, მხოლოდ და მხოლოდ ალტერნატიულ მომავალზე მსჯელობა და სამსჯელოდ, თანასწორი ველის და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა სჭირდება.