ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჯეი დი ვენსმა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სატელეფონო საუბრისას სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების საკითხი განიხილეს.
„ჩვენ რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას გავაგრძელებთ, რათა საბოლოოდ, პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, „პარტნიორებს შორის შეთანხმების შედეგად, სანქციები უფრო ეფექტური იქნება“.
