ჯეი დი ვენსს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, -ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ლაიენი მადლობას უხდის -ის ვიცე-პრეზიდენტს „საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის“.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, ვიცე-პრეზიდენტო ვენს.
მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე. უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან დაწყებული ტექნოლოგიის დიდ პერსპექტივებამდე და არასაბაზრო ჭარბი სიმძლავრეების დიდ გამოწვევამდე.
მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე,” – წერს ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება. აშშ-დან მას ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრებიან. კონფერენციას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, .

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო