ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, დისბალანსიც გაღრმავდა – ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები გარდამტეხ წერტილშია

ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები გარდამტეხ წერტილშია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პეკინში, ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, დისბალანსიც გაღრმავდა. ჩვენ გარდამტეხ წერტილს მივაღწიეთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ხელახლა დაბალანსებაა საჭირო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა და ევროპამ რეალური გადაწყვეტილებები შეიმუშაონ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევროკავშირს „სწორი სტრატეგიული არჩევანის გაკეთებისკენ“ მოუწოდა.
„რაც უფრო რთული და კომპლექსურია საერთაშორისო სიტუაცია, ჩინეთმა და ევროკავშირმა კომუნიკაცია უფრო მეტად უნდა გააძლიერონ, ურთიერთნდობა და თანამშრომლობა გააღრმაონ. ხალხის მოლოდინების შესაბამისად ჩინელმა და ევროპელმა ლიდერებმა სწორი სტრატეგიული არჩევანი უნდა გააკეთონ“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა