ურსულა ფონ დერ ლაიენი – ღაზაში ომის დასრულების შესახებ ს სამშვიდობო გეგმას მივესალმები – ევროკავშირი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს

ღაზაში ომის დასრულების შესახებ ს სამშვიდობო გეგმას მივესალმები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის მზადყოფნას მივესალმები. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ევროკავშირი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოხდეს და ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს.
„ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად რჩება, სადაც ისრაელელი და პალესტინელი ხალხი ერთმანეთის გვერდიგვერდ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, ძალადობისა და ტერორიზმისგან თავისუფალ გარემოში იცხოვრებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ თეთრმა სახლმა ღაზაში ომის დასასრულებლად -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველი გეგმა“ გამოაქვეყნა. გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ჰამასი“ მძევლებს გაათავისუფლებს. გეგმის მიხედვით, ომის დასრულების შემდეგ ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.
დონალდ ტრამპმა ს პრემიერ-მინისტრთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს