ურსულა ფონ დერ ლაიენი – ფოტოები ღაზადან აუტანელია

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ფოტოები ღაზადან აუტანელია. ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეები, ძალიან ბევრს და დიდხანს იტანჯებიან. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს დილით განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში შიმშილით 15 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, გარდაიცვალა. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, ღაზაში ომის დაწყებიდან შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 101-მდე გაიზარდა, მათ შორის 80 ბავშვია.
ისრაელმა მარტიდან ღაზაში დახმარების უმეტესი ნაწილის შეტანა დაბლოკა, მაისიდან კი მისი განაწილება -სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილმა ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა გადაიბარა. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) შეფასებით, მას შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების კოლონებთან და განაწილების ცენტრებთან საკვების რიგში მყოფი სულ მცირე 1 000 ადამიანი დაიღუპა. ამ მონაცემებს უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს