ურსულა ფონ დერ ლაიენი – ფოტოები ღაზადან აუტანელია

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ფოტოები ღაზადან აუტანელია. ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეები, ძალიან ბევრს და დიდხანს იტანჯებიან. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს დილით განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში შიმშილით 15 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, გარდაიცვალა. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, ღაზაში ომის დაწყებიდან შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 101-მდე გაიზარდა, მათ შორის 80 ბავშვია.
ისრაელმა მარტიდან ღაზაში დახმარების უმეტესი ნაწილის შეტანა დაბლოკა, მაისიდან კი მისი განაწილება -სა და ს მიერ მხარდაჭერილმა ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა გადაიბარა. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) შეფასებით, მას შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების კოლონებთან და განაწილების ცენტრებთან საკვების რიგში მყოფი სულ მცირე 1 000 ადამიანი დაიღუპა. ისრაელი ამ მონაცემებს უარყოფს.