ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი

მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს ს. დაფინანსებასთან დაკავშირებული ჩვენი წინადადებები განსახილველად არის წარდგენილი, მიზანია ძლიერი , როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპების მიმართ ურყევი და ერთგული რჩება.
უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ. უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული, როგორც ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტები განიხილეს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე.
„ეს პრიორიტეტები ჩვენი მოლაპარაკებების ცენტრში იყო ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ევროპა გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების ყველა მცდელობაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.