ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინასთან შევთანხმდით, რომ დრონებზე 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ევროკავშირი სთან დრონების ტექნოლოგიისთვის ორი მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.
„უკრაინასთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით წინსვლას ვახდენთ. პირველ რიგში, ვზრდით ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე. ჩვენი სანქციები მუშაობს. ს მშპ, სავარაუდოდ, 2025 წელს 2024 წლის 4.3%-იანი მაჩვენებლიდან 0.9%-მდე შემცირდება. უნდა გავზარდოთ ზეწოლა. ამ მიზნით ჩვენ შევთავაზეთ სანქციების ახალი პაკეტი ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის მიმართულებით მკაცრი ზომებით. მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ ევროპას მიაჩნია, რომ უკრაინა მისი თავდაცვის პირველი ხაზია, ქვეყანას სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს.
„ჩვენ უნდა გავუწიოთ სამხედრო დახმარება უკრაინას. თუ ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. კერძოდ, ჩვენ შევთანხმდით უკრაინასთან, რომ 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება დრონებზე. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას გაზარდოს დრონების წარმოების სიმძლავრე და საშუალებას მისცემს ევროკავშირს ისარგებლოს ამ ტექნოლოგიით“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, მისი თქმით, წამოაყენა წინადადება რუსეთის გაყინულ აქტივებზე დაფუძნებულ ე.წ. რეპარაციების სესხთან დაკავშირებით.
„აუცილებელია სამხედრო მხარდაჭერის უფრო სტრუქტურული გადაწყვეტა და სწორედ ამიტომ წამოვაყენე იდეა რეპარაციების სესხის შესახებ, რომელიც დაფუძნებული იქნება რუსეთის იმობილიზებულ სუვერენულ აქტივებზე. სესხი არ გაიცემა ერთბაშად. არამედ ტრანშებად და თანდართული პირობებით. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიას იმის უზრუნველყოფით, რომ სესხის ნაწილის გამოყენება მოხდება ევროპაში და ევროპასთან ერთად შესყიდვებისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, აქტივების ჩამორთმევა არ მოხდება და უკრაინამ უნდა დაფაროს სესხი, თუ რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის.

ასევე დაგაინტერესებთ