“დღეს დილით რუსული სისასტიკე კვლავ განმეორდა – ქალაქ სუმიში დახოცა კაცები, ქალები და ბავშვები.
ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმ ფაქტმა, რომ ის მოხდა მაშინ, როცა ხალხი ბზობის აღსანიშნავად მშვიდობიანად იყო შეკრებული.
ეს უკანასკნელი ესკალაცია საშინელი შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დამრღვევად.
სასწრაფოდ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის განსახორციელებლად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან კონტაქტს და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას მანამ, სანამ სისხლისღვრა არ დასრულდება და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება მიღწეული უკრაინის ვადებით და პირობებით.
დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი ჩვენს გულებშია, დღეს და მუდამ. ევროპა უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას.”
წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმის დაბომბვასთან დაკავშირებით. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 99 დაშავდა.