ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს შეხვდება.

„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის მზარდ მჭიდრო ურთიერთობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო გაიმართება.

ამასთან, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, 20 ოქტომბერს მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია