ურსულა ფონ დერ ლაიენი – საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს – საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს

გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოხარულია, რომ ხვალ ვაშინგტონში ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებს ერთად იქნება.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით უნდა მოხდეს. ს შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის დასაცავად.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ს უნდა შეეძლოს ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვა და ასევე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები მის შეიარაღებულ ძალებზე – მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასა და სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღებაზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.
„ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.