ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში

სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა ბრიუსელში, ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
„როდესაც შარშან შევხვდით, ვთქვი, რომ ევროპა სომხეთის გვერდით დგას და, რა თქმა უნდა, ასეც არის. ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგი, გვაქვს მდგრადობისა და ზრდის გეგმა, რომელიც სომხეთისთვის 270 მილიონ ევროს ითვალისწინებს და ეს ევროპის ერთგულების სიღრმეზე მეტყველებს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და ითამაშებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი მნიშვნელოვანი მომენტია და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასასრულს აახლოვებს.
„იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი. ევროპა გააგრძელებს თქვენს დახმარებას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც ესწრებოდა. მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს სომხეთთან უფრო ღრმა და ფართო პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე და სურს ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარება.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო