ურსულა ფონ დერ ლაიენი – ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, უკრაინისა და ევროპის რეალურ უსაფრთხოებას – არ შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვების დაწესება

ს თამაშის გეგმა არ შეცვლილა – სთვის გაცილებით დიდი თამაშის პირველ ნაბიჯად რჩება, რუსეთისთვის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება რუკების ხელახლა შედგენას გულისხმობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთის თამაშის გეგმა არ შეცვლილა – რუსეთი ყოველთვის თვლიდა, რომ შეეძლო ზე, ევროპასა და მის ყველა მოკავშირეზე მეტის გაძლება. სწორედ ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც მოლაპარაკებების მიმართულებით სერიოზული პროგრესია, რამაც შეიძლება რეალური მშვიდობა მოიტანოს, ძალადობის ესკალაცია ხდება.
ჩვენ ეს ადრეც გვინახავს. ეს არის ნიმუში და კრემლის მხრიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოსული ხმები ბევრ რამეს ამბობს მის რეალურ განზრახვებზე. მათთვის უკრაინა გაცილებით დიდი თამაშის პირველ ნაბიჯად რჩება. რუსეთისთვის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება რუკების ხელახლა შედგენას გულისხმობს. ეს დიდი ძალების ურთიერთობებისა და გავლენის სფეროების დაბრუნებას გულისხმობს, მაგრამ უკრაინისთვის – და ევროპისთვის – ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შექმნას გულისხმობს. მშვიდობას, რომელიც ამ კონფლიქტს შეაჩერებს და არ ჩაყრის თესლს ახალი მომავალი კონფლიქტებისთვის. ეს ჩვენი კონტინენტისთვის ძლიერი და მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფას გულისხმობს. ისეთს, რომელსაც ძლიერი ევროპა, ძლიერი ნატო და ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობა უდევს საფუძვლად. ეს არის ის, რასაც ჩვენ უკრაინასთან და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყოველ ნაბიჯზე დავიცავთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება პრეზიდენტ ს ხელმძღვანელობით გაწეულ ძალისხმევას.
„თვეების განმავლობაში გამართული დისკუსიების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ რეალურ ტექსტზე მუშაობა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო. მაგრამ მჯერა, რომ – უკრაინის, შეერთებული შტატების და ჩვენ, ევროპელების, ჟენევაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობის წყალობით – ახლა უკვე გვაქვს საწყისი წერტილი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპა, უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში წინსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე პრიორიტეტით ხელმძღვანელობს.
„პირველი ის არის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას და მან უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება. უკრაინის, როგორც სუვერენული ერის, შეიარაღებულ ძალებზე არ შეიძლება არსებობდეს შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანას მომავალი თავდასხმების მიმართ დაუცველს გახდის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მეორე პრიორიტეტია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა.
„სუვერენული ევროპული ერის ცალმხრივი დაყოფა არ შეიძლება. საზღვრების ძალით შეცვლა არ შეიძლება. თუ დღეს საზღვრების ძირის გამოთხრას ლეგიტიმაციას და ფორმალიზებას მივანიჭებთ, ხვალ კიდევ უფრო მეტი ომისთვის კარს გავხსნით. ეს კი ეწინააღმდეგება ნებისმიერ მდგრად მშვიდობას, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით.
მისი თქმით, მესამე პრიორიტეტი არის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფა.
„რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის რეალური განზრახვის არარსებობის პირობებში, ცხადია, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში და ეს იწყება იმით, რომ მათ ჰქონდეთ საჭირო ფინანსური საშუალებები“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მეოთხე პრიორიტეტია ის, რომ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების დიზაინის მიუხედავად, განხორციელების დიდი ნაწილი ევროკავშირსა და მის ნატოელ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. იქნება ეს უსაფრთხოების გარანტიები, სანქციები, უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსება, ერთიანი ბაზრის ინტეგრაცია თუ ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ევროპაზე ევროპის გარეშე და ნატო-ზე ნატო-ს გარეშე.
„ბოლო პრიორიტეტი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის ის, რაც არ უნდა დავივიწყოთ – და ეს არის რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დაბრუნება. ათიათასობით ბიჭი და გოგონაა, რომელთა ბედი უცნობია. ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ათასობით დედა და მამაა, რომლებსაც არასდროს გადაუწურავთ იმედი და არასდროს შეუწყვიტავთ ბრძოლა შვილების დასაბრუნებლად. ევროპა არასდროს შეწყვეტს ამის მიღწევაში დახმარებას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.