– მივესალმები შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ – მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ

თბილად მივესალმები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ და სამართალი გაიმარჯვებს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში მოეწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)