ურსულა ფონ დერ ლაიენი – მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას

კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება და ხელს შეუწყობს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას.
„ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი შეუწყოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს