– მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას

კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება და ხელს შეუწყობს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას.
„ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი შეუწყოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას