კიევში ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი, კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი შვიდეულის” სესხებზე წვდომამდე და პროგრესამდე”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა.