ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

კიევში უკრაინის წინააღმდეგ ს ომის მეორე წლისთავისა და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად ვიმყოფები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„კიევში სთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიმყოფები. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის აღსანიშნავად. ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით.
ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, მორალურად, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი და კიევში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.