– კარგი დისკუსია მქონდა ევროპელ ლიდერებთან უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ – უკრაინული სახელმწიფოს კეთილდღეობა ევროკავშირში გაწევრიანებაშია, ეს უსაფრთხოების მთავარი გარანტიაცაა

დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის რეკონსტრუქციის შესახებ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საბოლოო ჯამში, თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს კეთილდღეობა ევროკავშირში გაწევრიანებაშია. ეს თავისთავად უსაფრთხოების მთავარი გარანტიაცაა“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ბლოკში გაწევრიანება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის არ არის სასარგებლო, რომლებიც მას უერთდებიან, არამედ ამით მთელი ევროპა სარგებლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე