– ილჰამ ალიევთან ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდნენ.
„ჩვენ მივულოცეთ აზერბაიჯანს ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით, სომხეთთან მიღწეული ისტორიული გარღვევა. ეს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ აზერბაიჯანს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს ვაფასებთ და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზად ვართ. „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის მეშვეობით ინვესტიციებს გავაგრძელებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს