ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვულოცავ მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას – ევროპასა და კანადას შორის კავშირი სულ უფრო და უფრო ძლიერდება

ევროკომისიის პრეზიდენტი, კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ მარკ კარნის და „ლიბერალურ პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას. ევროპასა და კანადას შორის კავშირი ძლიერია და სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში. დავიცავთ ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ხელს შევუწყობთ მრავალმხრივობას და დავიცავთ თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას“, – წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება.