ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის – ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება

ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ს მიერ ში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, სთან და დასავლელ ლიდერებთან ერთად ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლას გავიხსენებთ, არა როგორც ჩვენი ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტს, არამედ უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჰოსტომელის აეროპორტი არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგობის, არამედ მისი მრეწველობისა და გამომგონებლობის სიმბოლოა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა ვთქვათ, რომ ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება. იქნება ფინანსური მხარდაჭერა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი წვრთნა ჯარისკაცებისთვის, მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება და მეტი ინვესტიცია ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს აეროპორტი, რათა უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავადასტუროთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით