ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია. უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები უნდა შეინარჩუნოს, რომლებიც უკრაინის კანონის უზენაესობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ“.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის ჩხრეკა ჩაატარა. მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებიან გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი 22 ივლისის საღამოს მოაწერა. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
საზოგადოებისა და ევროკავშირის გამოხმაურების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა 24 ივლისს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარი კანონპროექტი წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს