ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, – ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის მიღება და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა.
„განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფართო გავლენა ენერგიის ფასებზე, ენერგოუსაფრთხოებასა და თავდაცვითი მასალების ხელმისაწვდომობაზე“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.




