დღევანდელ ევროპულ საბჭოზე, რომელიც საბჭოს პრეზიდენტმა მოიწვია, განვიხილავთ უკრაინისთვის მშვიდობის დამყარების მცდელობებში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე.
„ჩვენი მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ვირტუალურ სამიტს მართავენ, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
