: ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს

მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას, დარტყმას ვაყენებთ რუსეთის ომის მანქანის გულს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორები და ნავთობის ფასები.

„მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიურ ზედა ზღვარს. ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო