ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის, ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის

ევროპა ტარიფების შესახებ -თან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ამიტომ ეს ძალაში რჩება. ჩვენ სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფები შევთავაზეთ, რადგან ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის და ჩვენი ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ტარიფები ამერიკელ მომხმარებელსა და ბიზნესს უზარმაზარ ხარჯებს აკისრებს.
„ევროკავშირმა არსებული ბარიერებისგან გათავისუფლებით ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა