ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა აქ არის, რათა გააძლიეროს უკრაინა ამ კრიტიკულ მომენტში – გავაძლიერებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ არ გამოავლენენ ნამდვილ მზაობას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, რომელიც მარადიულად სამარცხვინოდ დარჩება. მშვიდობიან ქვეყანაში შემოიჭრნენ ისე, რომ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ პუტინის იმპერიული აკვიატების გარდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ს ომი ევროპის მომავლისთვის ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან კრიზისად რჩება.
ში მიმდინარე ომი ევროპის მომავლისთვის ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან კრიზისად რჩება. პუტინი ისე ცდილობს ომის ადგილზე მოგებას, როგორც არასდროს. მისი მიზანი უკრაინის კაპიტულაცია რჩება. შემდეგ კი ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, რადგან ეს უკვე მოხდა. სასწორზე მხოლოდ უკრაინის ბედი არ დევს, სასწორზე ევროპის ბედიც დევს. ასე რომ, ჩვენს უპირველეს პრიორიტეტად უკრაინის წინააღმდეგობის გაძლიერება რჩება. უნდა დავაჩქაროთ იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუყოვნებელი მიწოდება და ეს იქნება ჩვენი მუშაობის ცენტრალური ნაწილი უახლოეს კვირებში“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირისგან 3,5 მილიარდ ევროს მარტში მიიღებს.
„ევროპა აქ არის, რათა გააძლიეროს უკრაინა ამ კრიტიკულ მომენტში. შემიძლია განვაცხადო, რომ უკრაინაში 3,5 მილიარდი ევროს ახალი გადახდა უკვე მარტში მოვა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით ხდება.
„არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს, მაგრამ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობით მოდის. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ თქვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ ვზრდით თქვენი ენერგომომარაგების მედეგობას. ამიტომ გავაგრძელებთ თქვენი ჯარების წვრთნას და აღჭურვას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო.
„გავაძლიერებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ისინი არ გამოავლენენ ნამდვილ მზაობას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.