– ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს შუადღისას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტ ზელენსკისა და დამსწრე ლიდერებს ორი მთავარი პრიორიტეტის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია: უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდა. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის გადარჩენას ხელს შეუწყობს და ეს ევროპული თავდაცვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მისი თქმით, „რეპარაციული სესხის წინადადება კომპლექსურია, მაგრამ იგი სთვის ომის ფასს ზრდის“.
„წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ნაღდი ფულის ბალანსს ეფუძნება. ამ ბალანსის რეპარაციისთვის გამოყენება მოხდება. მაშინ, როდესაც დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული, დროს აჭიანურებს, დიპლომატიას დასცინის და დარტყმების რაოდენობას ზრდის. ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვინ მსხვერპლი. რუსეთი ამ სასტიკი ომით ჩვენს გაყოფას ცდილობდა, თუმცა საპირისპიროს მიაღწია. ახლა ჩვენი კავშირები ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება