ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპამ უნდა დააფინანსოს თავდაცვის სტრატეგიული პროექტები

ევროპამ უნდა დააფინანსოს თავდაცვის სტრატეგიული პროექტები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპამ სპეციალური პროგრამა უნდა გამოიყენოს კონტინენტისთვის სტრატეგიული ინტერესების მქონე პროექტებზე თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.
“ფოკუსი იქნება ევროპული სტრატეგიული ინტერესების სივრცეებზე, როგორიცაა ევროპული ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვა, ღრმა და ზუსტი დარტყმების შესაძლებლობები, დრონები… რაკეტები და საბრძოლო მასალა ან, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს