ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დაამტკიცეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. დღეს, ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარი 401-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ს კანდიდატურის დამტკიცებისთვის 361 ხმა იყო საჭირო.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.