ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. გერმანელი პოლიტიკოსი ხსენებულ პოსტს მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიკავებს.
ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი 401-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 285-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვადის დასრულების შემდეგ ფონ დერ ლაიენის მხარდაჭერა გაიზარდა. 2019 წელს ის ცხრით მეტი ხმით აირჩიეს.