ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის არჩევას მხარი დაუჭირა 401-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 284-მა, 15-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, ზოგიერთი საკითხის გამო, ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ არჩევნებზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის ნაკლებობა „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებულ გარიგებებთან დაკავშირებით.
ამასთან, 16 ივლისს ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს რობერტა მეცოლა.
წყარო: პირველი არხი